სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტი 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ასახავს და ნინო ლომჯარიას მომზადებულია. აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის აპარატში 2022 წელს 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 12 104 ზარი გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა.