სკოლებში მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდება. ასეთია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევის შედეგები.
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, მოსწავლეების 32.5 % ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანაკლასელებში ფიზიკური ჩაგვრის შემთხვევებზე სმენია, ან შესწრებია.
კიდევ უფრო მაღალია სიტყვიერი ჩაგვრის შემთხვევები. მოსწავლეების 40.7 % აცხადებს, რომ სხვა მოსწავლეების ჩაგვრის ფაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სმენია, ან უნახავს.
ჩაგვრის მიზეზი მრავალგვარია და მოიცავს როგორც რასობრივ, ეთნოკულტურულ და რელიგიურ კუთვნილებას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას, შეზღუდულ შესაძლებლობას და სოციალურ სტატუსს.
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ კვლევა 64 საჯარო და კერძო სკოლაში ჩაატარა. მოიცავდა სამ სამიზნე ჯგუფს: 7-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნის პედაგოგებს, რომელთა სასწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებს და სკოლების ადმინისტრაციას.
კვლევაში მონაწილეობა 1480 ადამიანმა მიიღო