ომბუდსმენი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმება
სახალხო დამცველი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმება და პარლამენტს საკანონმდებლო განხილვის პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც მშვიდობიანი შეკრების უფლება აეკრძალება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება და კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს.
განცხადებაში, რომელიც ნინო ლომჯარიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ გაუმართლებელია შეკრების უფლება შეეზღუდოს, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.