ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ანსამბლ „მართვეს“ ბაზაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის საკრავიერი მუსიკის სკოლა დაფუძნდა და მისი პრეზენტაცია გაიმართა.
სკოლაში იმუშავებენ საკრავიერი მუსიკის საარქივო ჩანაწერების აღდგენაზე, რეპერტუარის განვითარებასა და საშემსრულებლო კულტურის პოპულარიზაციაზე. ომარ კელაპტრიშვილი ანსამბლ „რუსთავის“ ინსტრუმენტული სოლისტი იყო. მის სახელს უკავშირდება სალამურის რეპერტუარის განვითარება, საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობების აღმოჩენა.