„აზოვის“ მებრძოლების სახელით მუქარებს იღებს ოლექსეი არისტოვიჩი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ამის შესახებ „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ნათესავებად. ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, ჩემ მეუღლეს და ჩვენს შვილებს დახოცავენ. არ გვაპატიებენ, რომ ვსხედვართ კიევში და ჩამოვწერეთ „აზოვი“. თუმცა, მინდა, შევახსენე მათ, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებიან მესაზღვრეები, პოლიცია, სპეცდანაყოფი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. მათი ნათესავები რატომღაც არავის ემუქრებიან და ბრალსაც არავის სდებენ“, – აცხადებს არესტოვიჩი. მისი თქმით, მას მებრძოლთა ოჯახის წევრებთან პრეტენზია არ აქვს, რადგან ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ნერვიულობენ და დარდობენ, აცხადებს არესტოვიჩი.