ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პირველი არხი სპორტული ღონისძიებების საუკეთესო გაშუქებისთვის დააჯილდოვა. ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული პრიზი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს გადაეცა.
საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენს და 13 ნომინაციაში გამორჩეულ სპორტსმენებს გამოავლენენ.