ოლიმპიური კარნავალი მოეწყო ქუთაისში, სადაც მდინარე რიონზე, ძველი ფაზისის ადგილიდან ნავით მსოფლიო ჩემპიონმა, თეიმურაზ აფხაზავამ ქალაქში ოლიმპიური ჩირაღდანი შეიტანა. აფხაზავამ ჩირაღდანი ოლიმპიური მოძრაობის წევრებს და პარა მოფარიკავე ნათია ჩიხლაძეს გადასცა. ამ ფორმით ქუთაისი პარიზის ქალაქურ პერფორმანსს გამოეხმაურა. ღონისძიებაში ქუთაისის სპორტსკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.