ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიას სახალხო ზეიმის სახე ჰქონდა, რომელიც პრეზიდენტის სასახლის წინ გაიმართა. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მადლიერებისა და დაფასების ნიშნად, პარიზიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს ჯილდოები თავად სალომე ზურაბიშვილმა გადასცა და ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებას არ ესწრებოდა მთავრობა, რაზეც პრემიერს თავისი ახსნა აქვს. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დაპატიჟების მიუხედავად, პრეზიდენტი თავის დროზე ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე არ მივიდა.
ნათია ქენქაძე აშუქებდა ღონისძიებას.