სინოპტიკოსების პროგნოზით, წლევანდელი ზამთრის ოლიმპიური თამაშები ყველაზე ცივი იქნება, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა სამხრეთ კორეაში ძალიან მაღალია. ~
პიონგჩანგს მსოფლიოს 92-ი ქვეყნიდან არაერთი გავლენიანი პოლიტიკოსი სტუმრობს, რომლებიც დიდი ალბათობით მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას არაერთი სერიოზული თემის განსახილველად და კულუარული მოლაპარაკებისთვის გამოიყენებენ. ყველა თანხმდება, რომ ოლიმპიადა მხოლოდ სპორტი არ არის. წლევანდელ ოლიმპიადაზე ორი კორეა ერთი დროშის ქვეშაა, პოლიტიკაში კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირადაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამხრეთ კორეაში 68-წლიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის წარმომადგენელი, კიმ ჩენ ინის და ჩავიდა, რომელიც სამშობლოში გადაწყვეტილებების მიმღები და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)