გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა. გერმანიის მთავრობის მეთაური ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც. კანცლერის ვიზიტი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაიწყო. მოგვიანებით, შოლცი პეკინში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. ჩინეთში ჩასვლისას შოლცი ისრაელზე ირანის თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვაში დადებითი როლი შეასრულოს. ჩინეთში ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ასევე აპირებს ისაუბროს უკრაინაში მიმდინარე ომზე. როგორც შოლცმა განაცხადა, პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა აძლევს საშუალებას რუსეთს, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, რაც ევროპაში ჩინეთის რეპუტაციას ლახავს.