გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის ცუდია. როგორც შოლცმა განმარტა, ულტრამემარჯვენე პარტიების მიღწევები შემაშფოთებელია. გერმანიის კანცლერის თქმით, ის ევროკავშირის ხელმძღვანელობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მომხრეა. მისივე განმარტებით, ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტში დემოკრატიული პარტიების დემოკრატიულ უმრავლესობას უნდა დაეყრდნოს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ დაიკავა.