ანგელა მერკელის ვიზიტის პარალელურად, კრემლში ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების მიღებას, პუტინის მიერ გადადგმულ სიმბოლურ ნაბიჯად მიიჩნევენ საქართველოში.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კრემლი დინების წინააღმდეგ მიდის და ამის დემონსტრაციას ახდენს. თავად პუტინმა კი რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებიდან ათი წლისთავის აღსანიშნავად დაპატიჟა.
რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ 10 წლის წინანდელი მოვლენები კარგად ახსოვს.
პუტინის მხრიდან, რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვის კრემლში მიპატიჟება, მხოლოდ და მხოლოდ მავნებლური და აგრესიული პოლიტიკის დემონსტრირების მანიშნებელია ოპოზიციისთვისაც, რომლის წევრებიც თვლიან, რომ ამ მიმართულებით უფრო ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო და ხელისუფლებას კრემლთან მიმართებით საბოლოო აზრის ჩამოყალიბება მართებს.