ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს ბჟანია. თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმაც. „ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე გადავდგე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“ – ნათქვამია ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასლან ბჟანია თანახმაა გადადგეს, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. იმ შემთხვევაში თუ ეს პირობა არ შესრულდება, ასლან ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ.