ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ
ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს, – ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა განაცხადა. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს“, – განაცხადა კვარჩიამ. სერგეი შამბა კი განმარტავს, რომ რუსეთთან შეერთება კონსტიტუციით არ არის ნებადართული და რუსეთთან მიერთების განწყობა არც საზოგადოებაშია.