ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეები გათავისუფლდნენ

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საუბარია სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინციდენტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.