სავარაუდო ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში. კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. პოლიცია სხვისი ნივთის დაზიანებასა ან განადგურებაში ბრალდებულს ეძებს.
მერიის ინფორმაციით, მემორიალი წუხელ ღამით დააზიანეს. ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დედაქალაქში მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა.