ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ავტორი, ირაკლი წულაძე მემორიალის დაზიანებასთან დაკავშირებით საუბრობს, ის აცხადებს, რომ მემორიალის დაზიანება ყოვლად მიუღებელი ფაქტია. მისი თქმით, ნამუშევრის დაზიანებისთანავე თბილისის მერიასთან კომუნიკაცია შედგა და განიხილეს დეტალები მის აღდგენასთან დაკავშირებით.
კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი 5 მარტს დააზიანეს. მემორიალის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა.