ოკუპაციის დღე ბათუმში გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების მემორიალთან აღინიშნა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ოკუპაციის დღე აღინიშნა და დაღუპულები გაიხსენეს ზუგდიდშიც.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშა დაუშვეს ფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე. დროშის დაშვების ცერემონიას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, მებრძოლი გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.