„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი - შეფასებები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. შეგახსენებთ, რომ კანონს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა. დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.