ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - ახალგაზრდა ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

მეუღლეზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. დეა გოშხეთელიანი ყოფილ ქმარს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, შესაძლო საფრთხეზე საუბრობს. ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს.

გოშხეთელიანის მტკიცებით, ყოფილი მამამთილი, რომელიც ხონის ფსიქიატრიული განყოფილების დირექტორია, გამოძიებაზე გავლენას ახდენს. ბრალდებას უარყოფს ადრესატი.

მომხდარზე შსს განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, 3 იანვარს ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.