ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი
რეზონანსული საკონსტიტუციო პროექტი მზად არის.
ცნობილი ხდება ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომელთა ინიცირებას მმართველი გუნდი საზოგადოების ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით ხსნის. იკრძალება ადამიანის სქესის შეცვლის მიზნით დაგეგმილი სამედიცინო ჩარევები, იზღუდება სქესთან დაკავშირებული ცნებების გამოყენება და ისეთი შეკრებები და მასალები, რომლებიც მსგავსი საკითხების და ერთნაირსქესიანი ურთიერთობის ან ერთნაირსქესიანი წყვილის თუ არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ საკითხზე დისკუსიას და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ერიდება და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით იფარგლება. ინიციატივის დასამტკიცებლად საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც მმართველ პარტიას დიდი ალბათობით გაუჭირდება. ავლებს თუ არა ინიცირებული პროექტი ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის ზღვარს – „ქართული ოცნების“ ინიციატივამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.