„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცვლილებების განხილვა
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა დღეიდან იწყება. პირველი დისკუსია საზოგადოებასთან ქუთაისში მიმდინარეობს. მომდევნო დღეებში სპეციალური კომისია კანონპროექტს საქართველოს სხვა რეგიონებშიც წარადგენს. განხილვის შედეგები საბოლოოდ პარლამენტს გადაეცემა. შემდეგ კი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყება. ოპოზიციის დიდი ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს.
ირმა ჭოლაძე ქუთაისიდან გვიერთდება, სადაც განხილვა უკვე ერთი საათია, მიმდინარეობს.