ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. სამღვდელოება და მრევლი ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბა. მათ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა გამართეს. მრევლს ხატებითა და ბაირაღებით წინ მიუძღოდნენ ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები.
მსვლელობა დასრულდა თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკასთან, სადაც პარაკლისი აღევლინა. ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე მეათე წელია აღინიშნება.