ოჯახის სიწმინდის დღე

თბილისსა და რეგიონებში გუშინ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე უკვე მეათედ აღინიშნა. დედაქალაქში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. იყო მიმართვა პატრიარქის მოსაყდრისგან. მეუფე შიოს გამოსვლაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონიც იყო ნახსენები, რომელმაც ქვეყანაში ვნებათაღელვა გამოიწვია.