ახალი ოფშორული სკანდალი გრძელდება. ე.წ. სამოთხის დოკუმენტებზე დაყრდნობით ევროკაშვირი ახალი „შავი სიის“ შექმნას გეგმავს. „საგადასახადო სამოთხეში“ აურზაური მას შემდეგ ატყდა, რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ოფშორულ ზონებში გადარიცხული მილიონობით დოლარის შესახებ შეიტყვეს.
კაიმანის, ბერმუდის, ვირგინიის, სეიშელის არქიპელაგი, კუნძულები გერნზი, ჯერზი და მენი. ასევე შანხაი, ჰონგ-კონგი და მავრიკი – სწორედ აქ ინახება დაახლოებოთ 10 ტრილიონი დოლარი, რომელსაც მდიდრები საგადასახადო ოფიცრებს უმალავენ. „სამოთხეში“ ანგარიშები მინისტრებს, ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანია „ეფლს“ და დიდი ბრიტანეთის დედოფალსაც კი აღმოაჩნდათ.