ოფიციალურმა ანკარამ ნორვეგიის ტერიტორიაზე ნატო-ს წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცები უკან გაიწვია - რა გახდა გაწვევის მიზეზი
ოფიციალურმა ანკარამ ნორვეგიის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნებში მონაწილე 40 ჯარისკაცი უკან გაიწვია. გაწვევის მიზეზი წვრთნების დროს ალიანსის თეორიული მტრების სიაში თურქეთის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეტანა გახდა.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე იენსენმა თურქეთს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ შეცდომა უწყების თანამშრომელმა დაუშვა. ნორვეგიის თავდაცვის უწყების მიერ შედგენილ, ნატო-ს თეორიული მტრების სიაში მუსტაფა ქემალ ათათურქი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი მოხვდნენ.