ქართული დელეგაცია მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, პეკინში ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სტუმრებს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით დაინტერესება გამოთქვა.
ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, აბრეშუმის გზის ფორუმზე დაპატიჟა.