„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო ბათუმში.
უმსხვილესი სოციალური პროექტი, რომლის ღირებულება თითქმის 39 მილიონი ლარია, წელიწადსა და 5 თვეში დასრულდება. ბინებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. აშენდება სამი 12-სართულიანი სახლი, შემდეგ ეტაპზე კი გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა. საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
მერაბ წულუკიძე დეტალებით.