„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა

საქართველოს ყველაზე სწრაფად განვითარებად და ტურისტებით დატვირთულ ბათუმში უკვე ათი წელია, რჩება ადგილი, სადაც 2 000-მდე ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. „ოცნების ქალაქად“ წოდებულ დასახლებაში, სამშენებლო ნარჩენებისგან სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში მცხოვრები მოქალაქეების უმეტესობა უსახლკაროა. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, როგორ უნდა იცხოვროს მრავალშვილიანმა ოჯახმა რვა კვადრატულ მეტრ ფართობში, თანაც შუქის, კანალიზაციისა და დენის გარეშე.

მძიმე პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის მთავრობამ ორი წლის წინ სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო. სულ მალე ამ ოჯახებისთვის სამი თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, თუმცა ბინას მხოლოდ 582 ოჯახი მიიღებს. რა ბედი ელის დანარჩენ ათასზე მეტ ოჯახს, უცნობია.

როდის გადაიქცევა „ოცნების ქალაქი“ ახდენილი ოცნების ქალაქად, მერაბ წულუკიძე მოგვიყვება ბათუმიდან.