ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, LGBT თემი – თუ სახალხო დამცველის მონაცემებს დავეყრდნობით, სწორედ ისინი ხდებიან ყველა ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი.
პირველ მარტს მსოფლიო გაეროს მიერ დაწესებულ ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს უკვე მეხუთედ აღნიშნავს.
მოამბე დაინტერესდა, რა ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში, სადაც 2014 წლიდან ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს.
ომბუდსმენი, რომელიც კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს ატარებს, მთავარ პრობლემად საკუთარი უფლებების გარშემო მოქალაქეთა ნაკლებ ინფორმირებულობას ასახელებს.