„ნუკრიანის სახელოსნოები“ - მცირე სოციალური მეწარმეობა საქართველოში

სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანის სახელოსნოები“ უკვე წლებია დაცლის საფრთხის წინაშე მდგარ სოფელს აცოცხლებს, ქალებს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება და მათთვის შემოსავლის არც თუ ისე მცირე წყაროს წარმოადგენს. „ნუკრიანის სახელოსნოებში“ მრავალი სახის ხელსაქმეს ეუფლებიან და ნამუშევრებში ქართულ, ავთენტურ ხასიათსა და შტრიხებს აქსოვენ. ყოველ შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიამდე სწორედ ასე იყო. ტურისტული სეზონის ჩავარდნამ და ეკონომიკურმა გართულებებმა სურათი რადიკალურად შეცვალა.

ვნახოთ, რა გზა გაიარა დღემდე „ნუკრიანის სახელოსნოებმა“ და რა სირთულეებს გადააწყდა მცირე სოციალური მეწარმეობა საქართველოში.

ავტორი: ქეთი ბახტაძე

ახალი დღე