„ნაციონალურ მოძრაობაში“ გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გელათში სარესტავრაციო პროცესი 2008 წლიდან 2012 წლამდე დაიწყო და ამ პროცესს როგორც იუნესკოს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ გელათში რესტავრაციის პროცესი მოქმედი ხელისუფლების დროს 2014 წელს აღდგა, თუმცა მასში საერთაშორისო ექსპერტები აღარ მონაწილეობენ. წიკლაური ამბობს, რომ ეს ხელისუფლებამ მატერიალური სარგებლის მიღების გამო გააკეთა.