„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი სამხედროების დოკუმენტები რუსი ოკუპანტების ხელშია. ამ საკითხზე ამჯერად ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა. მისი მტკიცებით, პოლკოვნიკ მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა იყოს დაცული, მათ სრული წვდომა აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მსგავსი ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.