ნორდიკული დღეები თბილისში

საქართველოში პირველად ნორდიკული ფესტივალი იმართება. ფესტივალზე, რომელსაც „ფაბრიკა“ მასპინძლობს. ურბანიზმის, ინოვაციების, აქტიური მოქალაქეობის, ტექნოლოგიების, ლიტერატურის და მრავალი სხვა საკითხის მიმართ ნორდიკული მიდგომები განიხილება. ნორდიკული ქვეყნების ელჩების თქმით, „ფესტივალი საქართველოში ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლობების გაზრდის შედეგია. შვედეთი საქართველოში 2010 წლიდან არის წარმოდგენილი, ნორვეგიამ ჩვენს ქვეყანაში საელჩო 2019 წელს გახსნა, დანიამ კი 2022 წელს. ღონისძიება ოთხი საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.