„თბილისური აისი“,- მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
წელს ღონისძიებაში მონაწილეობას 9 ქვეყნის წარმომადგენელი მიღებს. ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 80-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.
ფილმების თემატიკა თავისუფალია. ავტორები 8-დან 20 წლამდე მოზარდები არიან. ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე გამარჯვებულს სპეციალური გრან-პრი გადაეცემა. ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.