„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უფრო თანმიმდევრულები უნდა იყვნენ. მისი თქმით, თუ ადგილობრივად ვერ ხერხდება ხალხის მობილიზება, აუცილებელია მეტის გაკეთება საერთაშორისო ასპარეზზე. მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის მამულაშვილის პოზიცია მიუღებელია. განსაკუთრებით ისინი პარლამენტის დატოვებისკენ მოწოდებას ეწინააღმდეგებიან.