ისტორიული დღე საქართველოს პირველი არხისთვის.
ტელევიზიას დღეს ნონა გაფრინდაშვილი სტუმრობდა. პირველი არხის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ლეგენდარულ მოჭადრაკესთან თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ.
„ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ – ასე ჰქვია მსოფლიო ტურნეს, რომლის ფარგლებში დღევანდელი ერთდროული თამაშის სეანსი შედგა.
ემოციური მომენტები და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან შეხვედრისას მიღებული შთაბეჭდილებები – ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.