ნონა გაფრინდაშვილი წეროვანში სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.
მოჭადრაკემ ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. ქართველ საერთაშორისო დიდოსტატსა და სამხედროებს შორის ჭადრაკში ბლიც-ტურნირიც გაიმართა. ნონა გაფრინდაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრსა და სამხედრო მოსამსახურეებს საკოლექციო დაფა და სამახსოვრო ბარათები გადასცა.