ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა დღეს ქადაგებისას სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობასა და მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შერიგებას ალერნატივა არ აქვს. ამასთან, სასულიერო პირმა უცხოელ პარტნიორებს მოუწოდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.
მეუფე იაკობმა ქადაგებით მრევლს ბოდბეში, წმინდა ნინოს ეკლესიაში, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.