საქართველოში ფერმერული მეურნეობის წამგებიანობაზე საუბრობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ამ მიზეზით ის საკუთარ ბიზნესს ყიდის. ამ გადაწყვეტილებას ფერმერი რამდენიმე მიზნით ხსნის – ერთია ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომელიც მისი თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო კიდევ უფრო გართულდა. ასევე პრობლემას წარმოადგენს ტენდერების ჩატარებისას ბიუროკრატია, რის გამოც მისი თქმით, გამოცხადებული ტენდერი წააგო.
აღნიშნულს გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი.