სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველს დასკვნა გაუგზავნა. ამ მოსაზრებების მიხედვით, ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მიიჩნევს, რომ კანონის ამოქმედება უნდა შეჩერდეს და გაუქმდეს. სახალხო დამცველის ცნობით, ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ასევე ამავე ინფორმაციით, ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორს და მის მოადგილეებს მანდატი უნდა გაუგრძელდეთ.