მეტროს სადგურებთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პარტიამ „ერთიანი საქართველო“.
პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფორსმაჟორის გამოცხადებასა და ეროვნული ბანკის მხრიდან სასესხო შეღავათების დაწესებას მოითხოვს. ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხელშეკრულების პირობები იცვლება და მოქალაქეებს უფლება აქვთ პროცენტები და ჯარიმები არ გადაიხადონ, თუმცა ამაზე ხელისუფლება არ საუბრობს.