ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო 2012 წელთან შედარებით, უკიდურესად გაუარესებულია, ამიტომ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა.
ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და გეგმავს, რომ თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოების გასააქტიურებლად იბრძოლოს და შექმნას ძალა, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლას აიძულებს.