პოლიტიკურმა პარტიამ „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განცხადება შეიტანა.
როგორც გიგლა ბარამიძემ განაცხადა, პარტია ცალკე სუბიექტად რეგისტრირდება და ისინი არ აპირებენ ბლოკებში გაერთიანებას. მისივე განმარტებით, პარტიას ცესკო-ში ორი წარმომადგენელი ეყოლება. „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველოს“ არჩევნებში გამარჯვებისა და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.