ქართველი დიზაინერი ნინი ქეი, უკვე 25 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს და სახელი ქუდების კეთებით გაითქვა.
ნინის მიერ მოქსოვილ, მოქარგულ და მოხატულ ქუდებს, მსოფლიოს ბევრ კუთხეში გადააწყდებით, მათ შორის ისეთი ვარსკვლავების გარდერობში, როგორიცაა მომღერალი ბიონსე და ჰოლივუდის მსახიობი სიუზან სარანდონი.
ნინის ნიუ იორკში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნანა საჯაია ესტუმრა.