ნინა ქეის ქუდების და ტერეზა წილოსანის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას გალერეა გამრეკელმა უმასპინძლა.
გამოფენა პროექტ წარმატებული ემიგრანტი ქალების ფარგლებში მოეწყო. ღონისძიება უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში იმართება.
წინასწარი შერჩევის შედეგად, 20-მდე ემიგრანტი ქალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში ჩამოდის.
პროექტი წარმატებული ემიგრანტი ქალები ხუთ დღეს გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებებს გააერთიანებს.