ნიკოლოზ ლოლაძის გამოფენა

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, ცხრა წლის ნიკოლოზ ლოლაძის გამოფენა, სახელწოდებით – „როცა ვხატავ, ფუნჯი ჩემი ფოტოაპარატია“ გაიხსნა. ნიკოლოზისთვის ეს პირველი პერსონალური ექსპოზიციაა, სადაც მისი 50 ნახატი გამოიფინა.

ნიკოლოზ ლოლაძემ ზღაპრების კრებულიც წარადგინა, რომელიც მისივე ილუსტრაციებით არის გაფორმებული.

ნიკოლოზ ლოლაძის ნახატები და ზღაპრები 6 გმირის ისტორიას მოგვითხრობს.