თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, საქმეზე დაკავებულ, მსჯავრდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით და გიორგი კავილაძეს – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მსჯავრდებულებმა დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დისტანციურად, ონალიან მოისმინეს. საქმეზე დაკავებული აკო ჭელიძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენიათ. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი კავილაძეს, ის ბრალს არ აღიარებს. 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მიყენებული ჭრილობით მალევე გარდაიცვალა.