ნიკო ფიროსმანისა და ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში

საფრანგეთში, არლში, ვისნსენტ ვან გოგის მუზეუმში, პირველ მარტს, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

ეს ის ექსპოზიციაა, რომელიც ვენაში, ალბერტინას მუზეუმში იყო წარმოდგენილი და  სამი თვის განმავლობაში 400 ათასამდე ვიზიტორმა დაათვალიერა. წარმოდგენილი იქნება 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან, ასევე ვინსენტ ვან გოგის 6 ნამუშევარი.