წლების შემდეგ სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის-ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს.
უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება გაზაფხულზე იგეგმება. ევროპული სტილის სასახლე ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზით წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული.
დამთვალიერებლის უსაფრთხოების მიზნით, ბოლო პერიოდში სასახლეში ვიზიტორებს ვეღარ იღებდნენ. ნიკოსეულ სასახლეში დაცული კოლექცია კი ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლეში ინახებოდა.
ნესტისაგან თითქმის დანგრეული ნაგებობის რეაბილიტაცია და აღდგენა „ქართუ ჯგუფმა” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიწყო.